Monday, January 22, 2018

ფიზიკის წრე - II სემესტრი


2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ფუნქციონირებს ფიზიკის წრე, წრეში გაერთიანებულია შვიდი მოსწავლე, წრე ტარდება კვირაში ერთხელ, ყოველი კვირის ორშაბათს მეშვიდე გაკვეთილზე. წრეში განსახილველი საკითხები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება ფიზიკის საგნისადმი ინტერესის გაღვივებას.
           საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ესგ-ის მოთხოვნების მიხედვით, საწრეო მუშაობა საჭიროა მოსწავლეებისათვის რათა მეტი ცოდნა დაუგროვდეთ ფიზიკაში რომ მათმა შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირება. როგორც ცნობილია, მოსწავლე მაშინ სწავლობს და ითვისებს პროგრამას კარგად როდესაც თავის ხელით აკეთებს რაიმე ხელსაწყოს, მაშინ უჩნდება მას ინტერესი ამ საგნის მიმართ, ხდება მოტივირებული, უვითარდება საქმის კეთების , დამოუკიდებლად აზროვნების და შემოქმედობითობის უნარი, რის საფუძველზეც მოსწავლე ადვილად ახდენს მიღებული ცოდნის რეალიზებას პრაქტიკაში. ბუნებრივია ამ საგნის სწავლება უნდა მოხდეს უფრო გაღრმავებულად. 

ფიზიკის წრე II სემესტრიდან აგრძელებს ფუნქციონირებას. წრე იმუშავებს კვირაში ერთხელ, წრის ხანგძლივობა 45-წთ. მეცადინეობა მოხდება გაკვეთილების ბოლოს. წრის ხელმძღვანელი: თინა გოგალაძე.
 ფიზიკის წრის მუშაობის პროგრამა:- წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეებში ფიზიკის სააგნისადმი ინტერესის გაღვივება. პროგრამა გაგრძელდება შემდეგი რესურსების ჩამონათვალით. გავითვალისწინე წრის წევრთა ასაკი და ინდივიდუალური შესაძლებლობები.
2017-2018 სასწავლო წლის II სემესტრში შესაქმნელი რესურსების ჩამონათვალი:
 1.თვითმფრინავის მოქმედი მოდელის შექმნა.
2. ტესლა.
3. ნათურების შერეული შეერთების სქემების შექმნა.
4. ხმის გამაძლიერებელი.
5. ვენტილატორი.


No comments:

Post a Comment

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

https://drive.google.com/file/d/1r1R9oCAyj9UXD6eakxY_VYZDDAOyHBCN/view?usp=sharing